რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში - Bloomberg-ზე ერთი დოლარი უკვე 2,76 ლარად ივაჭრება

სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის გაყიდვა მოქალაქეებს 2.7619-2.7620 ლარად, ხოლო ყიდვა 2.767-2.77 ლარად შეუძლიათ.

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:20 საათისთვის ერთი დოლარი 2,76 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7550 კურსით დაიწყო.

რაც შეეხება ევროს, მისი შეძენა მოქალაქეებს სავალუტო ჯიხურებში 3.1680-3.1700 ლარად შეუძლიათ; გაყიდვა კი 3.1450-3.1500 ლარად.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7524 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1386 ლარია.

ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.