თბილისი, 7 ნოემბერი, 2018 – მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, ბილაინის მაღაზიებსა და ვებგვერდზე: www.beeline.ge ახალი iPhone XR-ის გაყიდვის თაობაზე აცხადებს.
სმარტფონის შეძენა შესაძლებელია როგორც ერთჯერადი გადახდით, ისე 12, 18 და 24 თვიანი განვადებით. ხსენებული სმარტფონის ყიდვისას მომხმარებელი ბილაინისგან საჩუქრად იღებს 64GB მობილურ ინტერნეტს, რომელიც მომხმარებელს ერიცხება პროპორციულად, 1 წლის განმავლობაში, ან განვადების ხანგრძლივობის მიხედვით. iPhone XR 64GB-ის ფასი ერთიანი გადახდის შემთხვევაში 2690 ლარია, ხოლო 24 თვიანი განვადებისას - თვეში 127.84 ლარი.
ბილაინი აძლევს მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას ისარგებლოს 24 თვიანი განვადებით. განვადებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ბილაინის მაღაზიებში, ისე ვებგვერდიდან https://www.beeline.ge/ ამასთან, განვადების ყოველთვიურად დაფარვა მომხმარებელს პირდაპირ საკუთარი მობილურის ბალანსიდან შეუძლია და არ ჭირდება ბანკში მისვლა.