ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები მესამე კვარტალში 13%-მდე გაიზარდასაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წლის III კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2017 წლის III კვარტალთან შედარებით 12.7%-ით, 1,857,745 ლარით გაიზარდა.
რაც შეეხება ორ ყველაზე დიდ მაუწყებელს, რომლებსაც ბაზრის 65% უკავიათ 2018 წლის მესამე კვარტალში მათი სარეკლამო შემოსავლების ტენდენცია შეცვლილია. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 9%-ითაა გაზრდილი, ხოლო ტელეკომპანია „იმედს“ 2018 წლის III კვარტალში 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6%-იანი კლება აქვს.
კომისიამ მაუწყებლების შემოსავლების 2018 წლის III კვარტლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვა შემოსავლებთან ერთად რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს მოიცავს.
დეტალური ინფორმაცია სატელევიზიო შემოსავლების 2018 წლის III კვარტლის შესახებ იხ. კომისიის ანალიტიკურ პორტალზე.