Chrome „არაკეთილსინდისიერ“ საიტებზე რეკლამებს დაბლოკავს

ვებ-ბრაუზერ Chrome-ის ახალი ევრსია - 71, რომელიც დეკემბერში გამოვა, იმ საიტებზე, რომლებიც მომხმარებელთა ნდობით ბოროტად სარგებლობენ, რეკლამის ბლოკირებას მოახდენს.

ამის შესახებ ინფორმაცია Google-ის ბლოგში გავრცელდა.

ამ კატეგორიაში შესაძლოა, მოხვდნენ საიტები, რომლებიც მალავენ რეკლამას - სისტემურ შეტყობინებებში, საკუთარი საიტის ღილაკების ქვეშ. ან იყენებენ უხილავ ელემენტებს დაკლიკვისას, რა დროსაც იხსნება რეკლამა ან ახალი გვერდი. საიტები ასევე დაისჯებიან მაუსის იმიტაციისთვის და ანალოგიურ დარღვევებზე.

Google-ი საიტის მფლობელებს გაუგზავნის ინფორმაციას მსგავსი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში. დამრღვევს ექნება 30 დღე მისი გამოსწორებისთვის, შემდეგ Chrome მთლიანად წაშლის რეკლამას მათი საიტიდან.

კოკა კვირკველია