"შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს.
აღნიშნული ვალდებულება დამსაქმებლებისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში.
აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობისთვის ხელშესაწყობად ბიზნეს გაერთიანებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებიც მზად არიან. დაზღვევის პაკეტის მინიმალურ ოდენობასა და შესაძლო ლიმიტებთან დაკავშირებით, სექტორისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრაც გაიმართა.