როდის იყო ლარი ყველაზე მეტად გაუფასურებული ევროსა და დოლარის მიმართ

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მიმდინარე წლის აგვისტოდან უფასურდება. შესაბამისად, 10 აგვისტოდან დღემდე, ეროვნული ვალუტა დაახლოებით, 30 თეთრამდე არის გაუფასურებული.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7656 ლარი შეადგინა. შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმსაც საკმაოდ მიუახლოვდა.

ცნობისთვის, დოლართან მიმართებაში გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი ლარმა 2016 წლის დეკემბერში აჩვენა, როცა ერთი დოლარის ფასი 2.7846 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი ევროსთან მიმართებით 3.80 თეთრით გაუფასურდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1766 ლარი გახდა.

რაც შეეხება მის რეკორდულ მაჩვენებელს, ევროსთან მიმართებით ეროვნული ვალუტის გაუფასურების მაქსიმუმი 2017 წლის ნოემბერში დაფიქსირდა, როცა ევროს ფასი 3.2440 ლარს შეადგენდა.