ტყიბულის შახტებში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია ხვალიდან შეისწავლის

ტყიბულის შახტებში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია DMT ჯგუფი ხვალიდან შეისწავლის.

140 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული კომპანია 5 კვირის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებს, რისთვისაც, კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით, 50 000 ევროთი დაფინანსდება.

ცნობისთვის, ორგანიზაციას ამ დარგში აკრედიტებული საერთაშორისო დონის 75-ზე მეტი ექსპერტი ჰყავს.

ექსპერტიზის მიზანს შახტაში სამუშაოების წარმოების მიზანშეწონილობისა და შესაბამისი ობიექტების უსაფრთხოების შესწავლა წარმოადგენს. შესწავლის შედეგად, კომპანიმ უნდა შეაფასოს, რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნულ საწარმოში შრომის უსაფრთხოების დანერგვა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, 5 აპრილს ტყიბულში არსებული შახტები დაიხურა. გერმანული კომპანია DMT Group-ის დასკვნის შემდეგ კი ცნობილი გახდება, განახლდება თუ არა სამუშაოები ტყიბულის შახტში.