"ელიტ ელექტრონიქსში" მოქალაქეებს დღეს 50%-მდე ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ

"ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებლებს აქციას "გაიტანე ტექნიკა "ელიტ ელექტრონიქსიდან" სთავაზობს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანია წელს უკვე მეორედ აკეთებს სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით დიდ ფასდაკლებას.

კომპანიის ინფორმაციით, მხოლოდ დღეს, 27 ივნისს, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ  50%-მდე ფასდაკლებით "ელიტ ელექტრონიქსის" ყველა ფილიალში!

მაგალითად, გერმანული ბრენდის – "ბოშის" 360 ლიტრიან მაცივარზე მომხმარებელი 500 ლარს დაზოგავს, "ბოშის" სარეცხ მანქანაზე 300 ლარს, კონდიციონერებზე კი - 280 ლარს.

მოქალაქეებს ტელევიზორების ყველაზე დიდი არჩევანი "ელიტ ელექტრონიქსში" დახვდებათ, აქ მათ შეუძლიათ შეიძინონ, "ფილიპსის", LG-ის, "სამსუნგის", "სონის", "ჰიტაჩის", "ტოშიბას" ტელევიზორები. ამ ყველაფრის დიდი ფასდაკლებით შეძენა მხოლოდ დღეს იქნება შესაძლებელი.

ამასთანავე, 27 ივნისს, 21:00 საათზე, მოქალაქეებს შეუძლიათ შეიძინონ ტექნიკა 0%-იანი განვადებით, ყოველგვარი საკომისიოსა და წინასწარი შენატანის გარეშე. რა თქმა უნდა, განვადება იმოქმედებს ფასდაკლებულ ფასებზე.