"400-ლარიანი პენსია შეუძლებელია იმ მოცემულობაში, ახლა სადაც ვართ"

400-ლარიანი პენსია ბუნებაში შეუძლებელია იმ მოცემულობაში, ახლა სადაც ვართ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.მან გრიგოლ ვაშაძის დაპირებებს 400-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო უწოდა.

„სამწუხაროდ, პოლიტიკაში ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება. თვითონვე დაიხიეს უკან და თქვეს, რომ არ გვიგულისხმია, რომ ერთ წელში მოხდება ესო. 400-ლარიანი პენსია ბუნებაში შეუძლებელია იმ მოცემულობაში, ახლა სადაც ვართ. თუ დავხურავთ უამრავ უწყებას, 1000-ლარიან პენსიასაც დავნიშნავთ, თუმცა სამი თვით. პენსიის 20 ლარით გაზრდა და საპენსიო რეფორმა ამ ეტაპზე არის ის მაქსიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს და არ დაზიანდეს ეკონომიკა",- განაცხადა მაჭავარიანმა.