კომპანია გალფის ქსელში დღეს დილიდან საწვავზე ფასები შემცირდა, შემცირებული თანხა 5 თეთრია, რაც საერთაშორისო ბაზარზე პლაცის შემცირებამ განაპირობა.
„ფასები შემცირდა, რადგან საერთაშორისო ბაზარმა მოგვცა საშუალება გაგვეიაფებინა საწვავი. როგორც კი მოგვეცა ამის საშუალება, 5 თეთრით შევამცირეთ ფასი. მომავალშიც დავაკვირდებით საწვავის საერთაშორისო პლაცზე ფასების დინამიკას და ფეხდაფეხ მივყვებით ცვლილებებს,“ - აცხადებენ კომპანია გალფში.
(R)