აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა ყირიმის ანექსიისა და დონბასში აგრესიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.
სასანქციო სიაში შეყვანილია სამი ფიზიკური და ცხრა იურიდიული პირი.
კერძოდ, სანქციები დაუწესდა ალექსანდრე ბასოვს, რომელიც ახლა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს, ФСБ-ს თანამშრომელს ანდრეი სუშკოს და რუსეთის სარაკეტო ძალებისა და არტილერიის ყოფილ მეთაურს ვლადიმერ ზარიცკის.
რაც შეეხება იურიდიულ პირებს, სანქციები უწესდებათ ყირიმში მდებარე სანატორიუმებს: „Ай-Петри“, „Дюльбер“, „Мисхор“, საკურორტო კომპლექსს Mriya Resort, კომპანიებს КрымТЭЦ, Гарант СВ, ინფრასტრუქტურის პროექტების კომპანიას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში აგრესიის გამო რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა.