ეიფელის კოშკის პირველი კიბის ფრაგმენტი აუქციონზე გაიყიდება.
სპირალური ფორმის ორიგინალი კიბე, რომელიც 1889 წელს ააწყვეს, სააუქციონო სახლ ,,არტკურიალის“ ეზოში დაამონტაჟეს და ვიზიტორებს მისი ნახვა თვის ბოლომდე შეეძლებათ.
კიბე ერთმანეთთან კოშკის მეორე და მესამე სართულებს აკავშირებდა. 1983 წელს კოშკზე ლიფტის დამონტაჟების შემდეგ კიბე 24 ნაწილად დაშალეს და სხვადასხვა დროს აუქციონებზე გაყიდეს.
,,არტკურიალის“ აუქციონზე გასატანი 4-მეტრიანი მონაკვეთი, კერძო კოლექციონერს ეკუთვნის. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ 27 ნოემბერს დაგეგმილ აუქციონზე მისი ღირებულება 500 000 ევროს მიაღწევს.
კოკა კვირკველია