ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი კიდევ უფრო მასშტაბურ ეკონომიკურ კრიზისს პროგნოზირებს, ვიდრე ეს 2008 წელს იყო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Barrandov-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ გვემუქრება ეკონომიკური კრიზისი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მასშტაბური, ვიდრე 2008 წელს იყო. მაგრამ ეს მოხდება არა იმიტომ, რომ არსებობს რაღაც ეკონომიკური ციკლი, არამედ მას არახარისხიანი გადაწყვეტილებები გამოიწვევს. ასეთ გადაწყვეტილებად კი შეიძლება ჩავთვალოთ პროტექციონიზმი, რომელიც ეროვნული ხელისუფლებების სახელით საღდება. პროტექციონიზმი ეს სიბრიყვეა. ის ყველა ქვეყანას ვნებს“, - განაცხადა ზემანმა.
მან მაგალითად ამერიკის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული საბაჟო ტარიფები დაასახელა. ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის ბიუჯეტი ამით იხეირებს, მაგრამ ამ ქვეყნის ავტოწარმოება მნიშვნელოვნად დაზარალდება.
კოკა კვირკველია