ქართული პირველი მულტიენოვანი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call სერვისს უცხოურ ბაზრებსაც მიაწვდის

K•Call საქართველოში პირველი მულტიენოვანი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრია, რომელიც სხვადასხვა ზომისა და პროფილის კომპანიას მომხმარებელთან სწორი, უწყვეტი კომუნიკაციის წარმართვაში ეხმარება.როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ირინა დაროვსკაია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, K•Call-ის ერთ-ერთი მთავარი პლუსია ფასი, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პროფილის, ზომისა და ტიპის კომპანიისთვის.

ირინა დაროვსკაიას თქმით, პირველი აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call საქართველოში 2016 წელს დაარსდა და ის Sales Partner Group-ის შვილობილი კომპანიაა.

როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, ქოლ ცენტრის შექმნის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც დამფუძნებლებმა საქართველოში ამის საჭიროება დაინახეს.

„განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებს არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ ჰქონდეთ საკუთარი ქოლ ცენტრი, რადგან ეს ყველაფერი საჭიროებს სოლიდურ ინვესტიციებს, პერსონალის აყვანას და გადამზადებას, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და რაც მთავარია, ყველა პროცესის ადმინისტრირებას. ამიტომ აუთსორსინგული ქოლ ცენტრის საშუალებით ეს ყველაფერი გაცილებით დაბალ ხარჯებსა და ძალისხმევას მოითხოვს.

რაც შეეხებათ მსხვილ ბიზნესებს, მათთვის აუთსორსინგული ქოლ ცენტრი მნიშვნელოვანია, რათა შეძლონ უფრო ძირეულ საკითხებზე ყურადღების გამახვილება“,-აცხადებს ირინა დაროვსკაია.

მისივე თქმით, ტექნიკურად გამართული ქოლ ცენტრის დახმარებით კომპანია ახერხებს უპასუხოს ერთდროულად შემოსულ ასობით ან ათასობით ზარს. თუმცა, შემომავალ ზარზე მყისიერი რეაგირება ზარის დამუშავების მხოლოდ პირველი ნაწილია და არანაკლებ მნიშვნელოვანია მომხმარებელისთვის ინფორმაციის სწორად, რაც მთავარია, სწრაფად მიწოდება, რასაც პროფესიონალი ოპერატორები და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდება.

bpn

„უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანიებში შესული ზარების 35%–ზე მეტი იკარგება თანამშრომლების დატვირთულობისა და არაკომპეტენტურობის გამო, ამიტომ აუთსორსინგული ქოლ ცენტრი ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე მარტივი და ეფეტური გზაა. ჩვენი მომსახურება ხორციელდება დისტანციურად, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კომპანია ჩვენივე ოფისიდან ახდენს კომპანიების ქოლ ცენტრის / ცხელი ხაზის მომსახურებას და ვმართავთ ისეთ პროცესებს, როგორებიცაა:

• თითოეული ზარის ჩაწერა

• თითოეული ზარის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი

• CRM - ზარების თემატიკისა და სტატისტიკის წარმოება

• ზარების ანალიზი და ისტორია

• პროდუქტის და/ან მომსახურების გაყიდვების პროცესის სრული მართვა და ადმინისტრირება

• და რაც მთავარია 0% პასუხგაუცემელი ზარებისა“,-აღნიშნავს ირინა დაროვსკაია.

როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საწინდარია მომხმარებელთან მუდმივი კავშირი, მათი აზრებისა და საჭიროებების გაზიარება, K•Call - ის აუთსორსინგული ქოლ ცენტრის საშუალებით კი კომპანიების მომსახურების ხარისხი მკვეთრად იზრდება.

„ხდება ოპერატიული, კომპეტენტური და თავაზიანი პასუხების გაცემა, რაც მატებს კმაყოფილი და ლოიალური მომხმარებლების რიცხვს, რომლებმაც მიიღეს საჭირო ინფორმაცია იმ დროს, როდესაც ეს ინფორმაცია აინტერესებდათ და რაც მთავარია, საბოლოო ჯამში ეს დადებითად ისახება კომპანიების გაყიდვებზე. შესაბამისად, სერვისი, რომელსაც K•Call სთავაზობს კომპანიებს, ბაზარზე მოთხოვნადი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“,-აცხადებს ირინა დაროვსკაია.

აღსანიშნავია, რომ კომპანია K•Call თიბისი ბანკის ბიზნეს დაჯილდოვებაზე „სტარტაპ“ ნომინაციაშია წარდგენილი. როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს,

K•Call უახლოეს მომავალში სერვისის მიწოდებას უცხოური ბაზრებისთვისაც გეგმავს, შესაბამისად, ამ ტიპის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ბაზარზე K•Call სერვისების თვალსაჩინოდ და სწორად წარმოჩენას - „რაც დაეხმარება კომპანიებს ეფექტურად წარმართონ მომხმარებელთან კომუნიკაცია ტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი ქოლ ცენტრის საშუალებით და შეძლონ უფრო მნიშვნელოვან, საკვანძო კომპეტენციებზე ფოკუსირება“.

ამჟამად კომპანია K•Call-ს მხოლოდ ერთი ოფისი აქვს, რომელიც თბილისში ქ. წამებულის N47 ნომერში მდებარეობს.

R

ნინი ქეთელაური