ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარი შეისყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
კერძოდ, 2018 წლის 9 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.7220 შეადგინა.