ევროკომისიამ Google 5 მლრდ დოლარით დააჯარიმა. მიზეზი კომპანიის მხრიდან ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევა გახდა.
დღეისთვის ეს ყველაზე დიდი ჯარიმაა, რომელიც Google -სთვის დაუკისრებიათ, თუმცა არა პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკომისიას კომპანიის მიმართ პრეტენზიები აქვს.
Vestifinance წარმოგიდგენთ 7 ყველაზე მსხვილ ჯარიმას, რომელიც ევროკავშირმა სხვადასხვა კომპანიას დააკისრა.
2018 წელს კომპანია Google ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის 4, 3 მილიარდი ევროთი (დაახლოებით, 5 მილიარდი დოლარით) დაჯარიმდა.
ევროკიმისია ირწმუნება, რომ Google-მა „ანტიკონკურენტული პრაქტიკა“ გამოიყენა. კერძოდ, კომპანია ადროინდის მწარმოებლებს Google-ს პროდუქტების წაინასწარ დაყენებას ავალდებულებდა. მაგალითად, Google chrome-ს საძიებო სისტემის და ა.შ.
ამასთან, კომპანია Google-მა მობილურის მწარმოებლებს დამატებით გადაუხადა თანხა, რომ მათ მოწყობილობაში მხოლოდ ერთი საძიებო სისტემა ყოფილიყო დაყენებული.
კომპანია Google ევროკომისიამ 2017 წელსაც დააჯარიმა. მიზეზი მაშინაც ანტიმონოპოლიური კანონის დაღვევა იყო. აღნიშნულისთვის კომპანიას 2, 42 მლრდ ევროს გადახდა დაეკისრა.
როგორც ბრიუსელის განცხადებაში წერია, ამ მოცულობის ჯარიმა განპირობებული იყო კომპანიის დომინანტური პოზიციით. კერძოდ, Googl-მა საკუთარი ქსელური გაყიდვებით, ის საცალო ვაჭრობა აზიანა, ვისაც მსგავსი შესაძლებლობები არ ჰქონდა.
Intel
2009 წელს ევროკომისიამ კომპიუტერების პროცესორების მწარმოებელი კომპანია Intel-ი 1, 060 მლრდ ევროთი დააჯარიმა. მიზეზი აქაც ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევა იყო. კერძოდ, კომპანია Intel-მა მიკროპროცესორული ბაზრის მნიშვნელოვანი წილი დაიკავა.
Intel-ის წინააღმდეგ საჩივარი მოწინავე ორგანიზაციებმა შეიტანეს. მათ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კომპანია Intel-მა acer-ს, Dell-ს, Hp-ს, Lenovo-სა და NEC –ს თანხა გადაუხადა, რათა AMD –ის მიკროჩიპის გამოყენებაზე უარი ეთქვათ.
გარდა ამისა, Intel-მა საკუთარ კლიენტებს მუდმივი ფასდაკლება გამოუცხადა, რის შედეგადაც 2002-დან 2007 წლამდე მხოლოდ Intel-ის პროდუქცია გაიყიდა.
Qualcom
2018 წელს ევროკომისიამ ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Qualcom-ი 997 მლნ ევროთი დააჯარიმა. ამის მიზეზი კომპანიის მიერ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეზღუდვა გახდა.
ევროკომისიამ Qualcom-ი დაადანაშაულა, რომ მან კომპანია Apple Inc-ს მრავალი მილიონი დოლარი გადაუხადა, რათა ჩიპები მისი კონკურენტებისგან არ შეეძინა.
შედეგად, 2016 წელს Qualcom-მა 3,2 მლრდ დოლარის ოდენობის Apple- ის მიკროჩიპები გაყიდა, რაც კომპანიის საერთო გაყიდვების 20%-ს შეადგენდა.
Microsoft
2004 წელს Microsoft-მა ევროკავშირს პერსონალური კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის მხოლოდ 95% მიაწოდა. ევროკომისიამ კომპანია 497 მლნ ევროს ოდენობით დააჯარიმა და დამატებით ოპერაციული სისტემების ვერსიების მიწოდება მოსთხოვა.
გარადა ამისა, კომპანიას უნდა წარედგინა შიდა ტექნიკური დოკუმენტაციის ნაწილი.
Servier
2014 წელს ევროკავშირმა კომპანიები les Raboratoires Servier და Teva Parmateutical Industries Ltd შეთქმულების გამო დააჯარიმა. ევროკომისიის ინფორმაციით, აღნიშნულმა ქმედებამ ბაზარზე Servier-ის მიერ წარმოებული მედიკამენტების იაფი ანალოგის გამოსვლა შეაფერხა.
Telefonica
2007 წელს ევროკომისიამ ესპანური კომპანია Telefonica ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე არასამართლიანი ტარიფის დადგენითვის 151 მლნ ევროს ოდენობით დააჯარიმა.
ევროპის ანტიმონოპოლიური ორგანოს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ Telefonic-მა ფასები განზრახ დააგდო, რათა ბაზრიდან მცირე მოთამაშეები ჩამოეშორებინა.