დედაქალაქის მერი გლდანში მე-6 მიკრორაიონის, N7-20 კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი პარკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.კალაძის განცხადებით, ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო და ველობილიკები; სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, საკალთბურთო, საფეხბურთო მოედნები; სივრცე სკეიტბორდების მოყვარულთათვის; წყლის ფანტანი და ა.შ.
ცნობისთვის, პროექტზე ტენდერი მიმდინარე წლის მაისში გამოცხადდა. პარკის მოწყობის სამუშაოებს შპს „ტაო“ ახორციელებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტერიტორიაზე განთავსდება ამფითეატრიც; სატრენაჟორო-ფანჩატური, სატანვარჯიშო-სპორტული იარაღები; ამასთან, განხორციელდება არსებული ხიდის რეაბილიტაცია და დამონტაჟდება გარე განათება.
პროექტის ღირებულება 927 543 ლარია.
იხილეთ ფოტოგალერეა