ევროკავშირი დონბასის განვითარებისთვის უკრაინას 25 მილიონ ევროს გამოუყოფს.ამასთან დაკავშირებით ევროკომისარმა გაფართოებისა და კეთილმეზობლობის საკითხებში იოჰანეს ჰანმა და უკრაინაში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოსნატ ლუბრანიმ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერეს.
დოკუმენტს ხელი კიევში მოეწერა. როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 25 მილიონი ევრო მიმართული იქნება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის განვითარებისთვის, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ხორციელდება.
როგორც ცნობილია, 2017 წლის ნოემბერში უკრაინამ და გაერომ თანამშრომლობის პროგრამის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მიხედვით 2018-2022 წლებში უკრაინას გამოეყოფა 700 მილიონი დოლარი, რომელიც მოსახლეობის დემოკრატიულ განვითარებას და მათ უსაფრთხოებას მოხმარდება.
კოკა კვირკველია