ამერიკული მსუბუქი ნავთობის ფასი საფონდო ბირჟებზე ზედიზედ 10 დღეა იკლებს.ეს კი ბოლოს 1984 წელს მოხდა. 10-დღიანი კლების სესია ოქტომბერში მასზე ფასის ზრდის შემდეგ დაფიქსირდა. როგორც CNBC იტყობინება, ამჯერად ამერიკული მსუბუქი ტექსასური ნავთობის ფასი 48 ცენტით შემცირდა და ბარელზე 60,10 დოალრი შეადგინა.
WTI-ის ფასმა პარასკევის ვაჭრობისას 59,26 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ცხრა თვის მინიმუმია. მაშინ როცა ოქტომბერში მისი ბოლო ოთხი წლის მაქსიმალური ღირებულება 76.90 დოლარი დაფიქსირდა ბარელზე.
რაც შეეხება Brent მარკის ნავთობს, მისი ფასი 39 ცენტით 70.26 დოლარამდე შემცირდა. ეს კი ბოლო 10 სესიიდან ზედიზედ მე-9 კლებაა, თუმცა ის წლევანდელ მინიმუმზე მაინც 4,5%-ით მაღალი ფასია.
კოკა კვირკველია