კრიპროვალუტელი მილიონერი უდაბნოში ბლოკჩეინ-ქალაქს ააშენებს (+ფოტო)

კრიპროვალუტელი მილიონერი ამერიკიდან ჯეფრი ბერნსი ნევადას შტატის უდაბნოში ბლოკჩეინ-ქალაქს ააშენებს. მილიონერი ქალაქს ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებით ააშენებს.ამის შესახებ ინფორმაციას The Business Insider-ი ავრცელებს. 

მილიონერმა უკვე შეიძინა 27,1 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი. ნევადაში ქალაქის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება. გამოცემის ინფორმაციით, ადგილი, სადაც ბლოკჩეინ-ქალაქი აშენდება, ახლოს მდებარეობს Google-ს, Apple-ს, Switch-ის და Tesla-ს კამპუსები.

ქალაქში განთავსდება საცხოვრებელი სახლები, კამპუსი, ტექნოლოგიური პარკი, სკოლები და მოედანი ვირთუალური რელობის თამაშებისთვის. ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს აქ გამოიყენებე საცხოვრებელ სახლებში, სკოლებში და ტექნოლოგიურ პარკში. ამით მოხდება იმ ადამიანების პერსონალური მონაცემების დაცვა, რომლებიც ქალაქში იცხოვრებენ და იმუშავებენ. ბერნსის ქალაქში მოხდება განახლებადი ენერგორესურსების - წყლის და ქარის ენერგიის გამოყენება. 

გამოცემის ინფორმაციით, ბერნსმა ქალაქის ასაშენებლად 300 მლნ დოლარის ინვესტირება უკვე განახორციელა. პროექტის დიზაინი შეადგინა კალიფორნიის არქიტექტურულმა ბიურომ EYRC Architects-მა. 

bpn bpn bpn bpn