საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურებში დანაშაულის სტატისტიკა იზრდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, სამოხელეო დანაშაულის 516 ფაქტი დაფიქსირდა.
აღნიშნული მაჩვენებელი კი გასული წლების წლიურ მაჩვენებელს აღემატება. კერძოდ, 2016-2017 წლებში საქართველოში „საქსტატის“ ცნობით, სამოხელეო დანაშაულის 503-503 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 2015 წელს კი ამ ტიპის დანაშაულთა რაოდენობამ 592 შეადგინა.
დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ გულგრილობას, სიყალბეს, ქრთამის აღებასა და მიცემას.