ელექტრონული კომერციის წამყვანი ჩინური კომპანია Alibaba რეკორდულ გაყიდვებზე წერს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანიამ „მარტოხელების“ დღეს 30,8 მილიარდის ღირებულის პროდუქციის რეალიზაცია მოახდინა და ამით მისი შარშანდელი რეკორდი მოხსნა.
როგორც CNBC იუწყება, 2017 წელს Alibaba-ს მიერ გაყიდული საქონლის მოცულობამ 24,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ უკვე პირველ რამდენიმე წამში რეალიზებული იყო მილიარდის პროდუქცია.
Bloomberg-ის ინფორმაციით, შარშანდელი რეკორდის მოხსნა კომპანიამ წელს 16 საათში მოახერხა.
როგორც ირკვევა, ყველაზე პოპულარულ გაყიდვად ნივთებს შორის იყო Xiaomi, Apple და Dyson კომპანიების პროდუქციები.
ტოტალური ფასდაკლებების დღე ჩინეთში, რომელიც იწოდება როგორც „მარტოხელების დღე“ ან „შოპინგის მსოფლიო დღედ“ 2009 წლიდან ყოველწლიურად 11 ნოემბერს აღინიშნება. ამ დღეს 24 საათის განავლობაში ფასები მნიშვნელოვნად იკლებს.
კოკა კვირკველია