გიორგი ქობულია - Check in Georgia-ს პროგრამა რა ფორმითაც იყო, იმ ფორმით აღარ იქნება

Check in Georgia-ს პროგრამა რა ფორმითაც იყო, იმ ფორმით აღარ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა. მისი თქმით, Check in Geogia-ს ბევრი მიმართულება არასწორად, არაეფექტურად იყო გამოყენებული.როგორც ქობულია აღნიშნავს, უფრო ინტენსიურად მოხდება black sea arena-ს გამოყენება.

„ჩვენ რადიკალური გადახედვა მოვახდინეთ ამ პროგრამის. გადავწყვიტეთ, რომ ინტენსიურად გამოვიყენოთ black sea arena, რადგან ამ ადგილში ძალიან დიდი თანხაა ჩადებული. ისე გამოვიდა, რომ სახელმწიფომ პრაქტიკულად უფასოდ მიიღო ეს დიდი აქტივი და ამ აქტივის გამოყენება იქნება ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც დარჩება ამ პროგრამის ფარგლებში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თანხებს, რომელიც იყო გამოყენებული, უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ სხვა სფეროებში",- განაცხადა ქობულიამ.