PKF საქართველომ თავისი მომსახურების სპექტრი გაზარდა

საერთაშორისო აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია PKF-საქართველომ თავისი მომსახურების სპექტრი გაზარდა.bpnკომპანიას შეემატა ახალი პარტნიორი, გრიგოლ სიდამონიძე, რომელიც საგადასახადო და ბუღალტრულ მიმართულებებს უხელმძღვანელებს. გრიგოლი ადვოკატთა ასოციაციის წევრია. ის მომხმარებლებს საგადასახდო და იურიდიული მიმართულებით გაუწევს მომსახურებას.

PKF საქართველოს პროფესიული მომსახურების კომპანიების საერთაშორისო ქსელის - PKF International-ის წევრია და მას ქართულ ბაზარზე მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება აქვს.

PKF International მოიცავს 150 ქვეყანას, სადაც 400-ზე მეტი წევრი-კომპანია მუშაობს. ქსელს მსოფლიოს უმსხვილეს აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებს შორის მნიშვნელოვანი

bpn

ადგილი უჭირავს. PKF საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მინიჭებული აქვს „საზოგადოებრივი დაინტერესების პირების“ აუდიტის უფლებამოსილება საქართველოში მოქმედ მხოლოდ 12 სხვა აუდიტორულ კომპანიასთან ერთად. PKF საქართველო მონაწილეობს EBRD-ის პროექტში, Financial Management Enhancement Project, დანარჩენ 2 აუდიტორულ კომპანიასთან ერთად.

PKF საქართველოს გააჩნია სხვადასხვა დარგში მოქმედი წამყვანი ქართული და საერთაშორისო კომპანიების ფინანსური ანგარიშგების, საგადასახო ანგარიშგებისა და შესყიდვების (მ.შ. საბიუჯეტო) აუდიტის ჩატარების დიდი გამოცდილება. PKF საქართველოს კლიენტები არიან ტელე-რადიო მაუწყებლობის, სადაზღვევო, საფინანსო, საბროკერო, საკომუნიკაციო მომსახურების სფეროებში მოღვაწე ადგილობრივი და მულტინაციონალური კომპანიები, ისევე როგორც სახელმწიფო უწყებები და ინფრასტრუქტურული განვითარების კომპანიები.

(R)