2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 305.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 751.0 მლნ აშშ დოლარი იყო (24.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 555.0 მლნ აშშ დოლარი (19.2 პროცენტით მეტი).
ამასთან, 2018 წლის 10 თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4 804.0 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.6 პროცენტი შეადგინა.