„მიმდინარე წელს საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია"

2018 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 8,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,0 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (10,3 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში, საავიაციო ნავთის იმპორტმა 83,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (78,1 ათასი ტონა).

2018 წლის ოქტომბრის თვეში ქვეყნების მიხედვით საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 4,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 51,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: საბერძნეთი - 4,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 48,2%-ს შეადგენს.

2018 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 15,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5,8 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს (9,7 ათასი ტონა). აქედან იმპორტის მთელი ოდენობა მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 83,3 ათასი ტონა, რაც 7,8 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (91,1 ათასი ტონა).

2018 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,1 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (1,6 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 11,9 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (13,0 ათასი ტონა).

2018 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს (1,6 ათასი ტონა).

მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 15,3 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (14,7 ათასი ტონა).

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 95,7 ათასი ტონა, რაც 14,6 ათასი ტონით აღემატება სექტემბრის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, 2018 წლის ოქტომბრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 46,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 49,2 ათასი ტონა.

სულ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 910,1 ათასი ტონა, რაც 26,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (883,7 ათასი ტონა). 2018 წლის 10 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან - 241,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,5%-ს შეადგენს.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წელს ქვეყანაში საწვავის სტაბილურად ყველაზე მსხვილი მომწოდებელი არის რუსეთი, რომელმაც ჩაანაცვლა რუმინეთი. მათი ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში რუმინეთი საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო.