ვერის ბაღის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ ვერის ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაცხადა. წინადადებების მიღება 28 სექტემბერს დასრულდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 215 000 ლარი იყო.
ტენდერში მონაწილეობა შპს „არქიტექტორები.ჯი2-მა“ მიიღო, თუმცა, როგორც მათი წინადადებების განხილვისას აღინიშნა, წარმოდგენილი ხედვა (სპორტული ტრენაჟორები, კაფე, ღობე რკინის მესერით) არ არის თანხვედრაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან; დასახვეწია პროექტის განმარტება; არ ჩანს პროექტის ერთიანი კონცეფცია და მისი ძირითადი პრინციპები. შესაბამისად, ტენდერი შეწყდა.
ცნობისთვის, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სასურველი იყო ბაღის ტერიტორია დაყოფილიყო შემდეგ ზონებად: ცენტრალური სივრცე; შადრევნები; 2 სპორტული სივრცე; 3 საბავშვო სივრცე; პავილიონი ან/და ღია საზოგადოებრივი სივრცე; ძაღლების სასეირნო სივრცე; 1 საპიკნიკე სივრცე.