ოქტომბერში ამბროლაურის აეროპორტში მგზავრთნაკადი 61%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ოქტომბერში ამბროლაურის აეროპორტი 159 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით მეტია (2017 წელი - 99 მგზავრი).

„აღსანიშნავია, რომ მგზავრების უმეტესობა უცხოელი ვიზიტორები იყვნენ, რაც იმის ნიშანია, რომ საქართველო, კერძოდ რაჭა, უცხოელი ვიზიტორებისათვის და ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.

ჯამში, ოქტომბერში ადგილობრივი აეროპორტები 991 მგზავრს მოემსახურა, რაც 91%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი - 518 მგზავრი).

ნოემბრის თვეში, ამბროლაურის მიმართულებით რეისები ნატახტარიდან და პირიქით, კვირაში ორჯერ: პარასკევსა და კვირას სრულდება. ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენის ღირებულება ზრდასრულებისთვის 50 ლარია. 3-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის - 35 ლარი, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.