კომპანია Adex Benchmark IAB Europe-ის კვლევის მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში მობილურ რეკლამაზე დანახარჯებმა 10 მილიარდ ევროს გადააჭარბა და ინტერნეტ რეკლამებში განხორციელებული სარეკლამო ინვესტიციების 40% მოიცვა.
ამავე პერიოდის განმავლობაში ევროპის ბაზარზე ციფრული რეკლამის საერთო მოცულობამ 25,7 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო მისმა ზრდამ 10%. ამასთან, 22,1 მილიარდი მოდის დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე, ხოლო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე მხოლოდ 3,6 მილიარდი ევრო.
მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ექსპერტები პროგნოზირებენ , რომ ციფრული რეკლამის ევროპული ბაზარი 13%-ით გაიზრდება და წლის ბოლომდე 53 მილიარდი ევრო იქნება.
კოკა კვირკველია