ყველა მიმართულებით ეკონომიკაში არის სწორი ტრენდები, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააკეთა.
“მე თვითონ გაოცებული ვიყავი. მთელი ცხოვრება ბიზნესში ვიყავი და საჯარო სამსახურს ოთხი თვის წინ შევუერთდი - არ მეგონა, მაკროეკონომიკურად რამდენად სწორად და ჯანსაღად გამოიყურება ეს ქვეყანა. ჩვენ არ გვაქვს ნავთი, ოქრო და ვერცხლი. ჩვენი ნავთი არის ამ ტენდენციების შენარჩუნება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
პარლამენტი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს იხილავს, რომელიც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარუდგინა.