დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ბრექსიტის შესახებ ხელშეკრულების წინასწარ ვარიანტზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ბრექსიტის შესახებ ხელშეკრულების წინასწარ ვარიანტზე შეთანხმდნენ. ბრიტანული მედიის ცნობით, მისი მოცულობა 500 გვერდს აღწევს.მინისტრთა კაბინეტის წევრები დოკუმენტს პრემიერის რეზიდენციაში, დაუნინგ სთრითზე წუხელ გაეცნენ, დღეს კი დოკუმენტს უკვე ერთობლივად, საგანგებო სხდომაზე განიხილავენ.

ტერეზა მეის ოპონენტები აცხადებენ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ამ შეთანხმებით ქვეყანა გაყიდა და ხელშეკრულების პარლამენტში განხილვისას მის წინააღმდეგ აპირებენ ხმის მიცემას.

შეგახსენებთ, ლონდონის მიერ ევროკავშირის დატოვების შესახებ მოლაპარაკებები წელიწადზე მეტია გრძელდება.