ფიდელ კასტროს საბჭოთა მანქანები ჰავანის ტაქსოპარკს გადაეცა

ჰავანის ტაქსოპარკს ფიდელ კასტროს ავტოპარკიდან საბჭოთა წარმოების რამდენიმე მანქანა გადაეცა. მანქანები 1960-70-იანი  წლების წარმოებისაა.

ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელს გააჩნია სამთავრობო მანქანების ავტოპარკი. კუბის ლიდერი ფიდელ კასტროც ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა.

კუბის რევოლუციის ლიდერი უკვე დიდი ხანია აღარ მოგზაურობს ქვეყანაში ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამიტომ გადაწყდა, რომ საბჭოთა წარმოების რამდენიმე ავტომობილი ჰავანის ტაქსოპარკისთვის გადაეცათ.

კუბის ქუჩებში არცთუ ცოტა მდიდრულ და ძველ მანქანას ნახავთ. თუმცა, რევოლუციის გასვლიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, ეს მანქანები უცხოელ ტურისტებს უფრო ემსახურებიან.

bpn

ჯერ კიდევ 5 წლის წინ ჰავანის ტაქსოპარკში გაჩნდა მანქანების ახალი ეგზემპლარები. პრეზიდენტის ავტოფარეხმა კომპანია Cubataxi-ს ფიდელ კასტროს 14 ლიმუზინი გადასცა. დღესდღეობით 10 მათგანი ისევ დადის კუბის დედაქალაქის ქუჩებში.

”როდესაც მგზავრებს ვეუბნები, ვისი მანქანითაც მგზავრობენ, ისინი უნდობლად იყურებიან, თითქოსდა კუთხიდან წვერებიანი ფიდელი გამოჩნდება”, - ამბობს ერთ-ერთი ლიმუზინის მძღოლი მოიზეს სუარესი.

აღმასრულებელი კლასისთვის განკუთვნილი ე.წ. ”ГАЗ”-ის და ”ЗИЛ”-ის ავტომობილები, რომლებიც 60-70 იან წლებშია აწყობილი, ემსახურებოდა უცხოელ სტუმრებს, პოლიტიკოსებს და ცნობილ ადამიანებს. ისინი დაყავდათ ქალაქში, რათა სოციალიზმის მიღწევები ეჩვენებინათ.

თავად ფიდელი უპირატესობას სამხედრო ჯიპებს ანიჭებდა.

კუბელებს საბჭოთა წარმოების მანქანები უყვართ, თუმცა ხანდახან მათ ამერიკელ ტურისტებზე ასხვისებენ.