სესხის გაცემასთან დაკავშირებით რეგულაციების ამოქმედება 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიდო.
როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის დადგენილებით, „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ ჯერ 15 ნოემბრამდე გადაიწია, ახლა კი ირკვევა, რომ ახალი წესი 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
დანარჩენ საფინანსო სექტორზე კი რეგულაციების გავრცელების თარიღად თავდაპირველადაც 2019 წლის 1-ლი იანვარი სახელდებოდა.
რაც შეეხება დეტალებს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ცვლილებები შევა ეროვნული ბანკის ნორმატიულ აქტში. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნულ ბანკში განუმარტეს, ახალი აქტი უახლოეს პერიოდში გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი.
ქრისტინე გამთენაძე