გომბორზე თოვლის გამო, კახეთის საგზაო სამმართველო მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.როგორც კახეთის საგზაო სამმართველოში განაცხადეს, გომბორის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია, თუმცა ყინვა და თოვლია, რის გამოც გზა ინტენსიურად იწმინდება.
ამასთან, კახეთის საგზაო სამმართველოს ხელმძღვანელი თამაზ აბდულაშვილი მძღოლებს მოუწოდებს, ამ მიმართულებით მოძრაობისას ზამთრის საბურავები გამოიყენონ, რადგან გარკვეულ მონაკვეთებზე სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება.
„გათენებიდან ვმუშაობთ და ვცდილობთ გზაზე შეფერხება არ იყოს, თუმცა შუამთის მონაკვეთიდან უკვე ინტენსიური თოვაა, რასაც ქარი ახლავს და მძღოლებს მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ. ამ მიმართულებით მოძრაობისას საჭიროა ზამთრის საბურავების გამოყენება, რადგან საკმაოდ დიდი მონაკვეთია და ამინდიდან გამომდინარე სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება“, - განაცხადა თამაზ აბდულაშვილმა.