ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 10 თვის მონაცემებით, 129 426 ტურისტს მოემსახურა, რაც მგზავრთნაკადის 54%-ს შეადგენს და 24%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2017 წელი - 101,590 ტურისტი).
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი დღითიდღე მატულობს. ათი თვის მონაცემებით, ჩვენი აეროპორტით 512 386-მა მგზავრმა ისარგებლა. საგულისხმოა, რომ აქედან 54% საერთაშორისო მოგზაურია, რომელიც ტურისტული მიზნებით შემოდის საქართველოში. მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, ინტენსიურად მიმდინარეობს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სამშენებლო სამუშოები“,- აცხადებენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.
მათივე ცნობით, ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება.