Nokia-მ ახალი ღილაკებიანი ტელეფონი წარადგინა

ფინურმა კომპანიამ HMD Global ახალი ღილაკებიანი მობილური ტელეფონი Nokia 106 წარადგინა. ამის ამსახველი ვიდეო კომპანიის დირექტორის იუხო სარვიკასის Twitter-ზე გამოჩნდა.

როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, ტელეფონის ელემენტი საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებელმა 24 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ისაუბროს.

„ლამაზი, სანდო და ძალიან ხელმისაწვდომი! Nokia 106 უზრუნველყოფს კავშირს ყველასთან. უწყვეტი საუბრის შესაძლებლობა 24 საათი და მთელი თვე ლოდინის რეჟიმში“, - დაწერა სარვიკასმა.

კომპანიის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ახალი მოდელის ორ სიმბარათიანია, აქვს 1,8 დიუიმიანი ეკრანი და ინტეგრირებული 4 გბ მეხსიერება. ტელეფონი 2000 კონტაქტის და 500 შეტყობინების შენახვის საშუალებას იძლევა.

კოკა კვირკველია