ბიტკოინის ფასი წლის მინიმუმზეა. ბოლო ერთ წელიწადში მისი ღირებულება პირველად ჩამოცდა 6000 დოლარს.
მსოფლიოს წამყვანი ციფრული ვალუტა კვლავ ძაფზე კიდია - ამ სათაურით აქვეყნებს მასალას CNN, Money. როგორც გამოცემა წერს, მსოფლიოს მთავარი კრიპტოვალუტის ფასი გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 10%-ით გაუფასურდა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად ჩამოცდა 6000-დოლარიან ნიშნულს.
არადა, გასული წლის დეკემბერში ბიტკოინის ფასი 20 000 დოლარი იყო. დღეს კი მხოლოდ 6 000 დოლარია.
ოთხშაბათის ვაჭრობა კი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ციფრული ვალუტების ბიზნესი ჯერკიდევ არამდგრადი ინვესტიციაა. მაშინ როცა ვიღაც ამ ვაჭრობის შედეგად მდიდრდებოდა, ინვესტორებისთვის მისი ფასის მერყეობა ამ დრომდე აუხსნელი რჩება.
კოკა კვირკველია