მომავალი წლის ოქტომბრისთვის ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი - დაკიდებული ორდონიანი ხიდის მშენებლობა დასრულდება.
ამის შესახებ სააგენტო „სიანხუა“ იუწყება. საუბარია ხიდზე, რომელიც ქალაქ უჰანში მდინარე იანცზიზე გაიდება.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი აცხადებს, ხიდს ექნება ორი დონე და ორივე დონეზე ექვსზოლიანი სამოძრაო გზა. ორსართულიანი ხიდის სიგრძე 1,7 კმ იქნება. აქამდე ამ ტიპის კონსტრუქციის ხიდებს შორის რეკორდსმენი იყო ნიუ-იორკში ბრუკლინისა და სტეიტენ-აილენდის დამაკავშირებელი „ვარაზანო ნეორუს ბრიჯი“, რომლის ცენტრალური ნაწილის სიგრძე 1 298 მეტრია, ამ ხიდზეც ორივე დონეზე ასევე ექვსზოლიანი მოძრაობაა.
„სინხუას“ ინფორმაციით, ხიდის კონსტრუქცია შედგება 49 რკინის ღერძულისგან, რომელთა სიგრძე 36 მეტრი, სიგანე 32,5, სიმაღლე 10 მეტრი და თითოეულის წონა ათასი ტონაა. ხიდის მშენებლობა უკვე დაიწყო.
კოკა კვირკველია