ევროპის ქვეყნებს ეშინიათ საკუთარ ტერიტორიაზე განათავსონ იმ სტრუქტურის ოფისი, რომელმაც ამერიკის მიერ ირანზე დაწესებულ სანქციების გვერდის ავლით ევროპულ კომპანიებს ირანში მოქმედების საშუალება უნდა მისცეს.
ევროკავშირის მონდომება, შექმნას ისეთი სტრუქტურა, რომელიც გვერდს აუვლის ამერიკულ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, კრახის წინაშე აღმოჩნდა. ამ დრომდე ევროკავშირის წევრ არცერთ ქვეყანას არ მიუცია თანხმობა საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს ამ სტრუქტურის ოფისი. ამის მიზეზი კი ამერიკის მხრიდან საპასუხო ზომების თავიდან არიდებაა. იუწყება სააგენტო Reuters-ი ევროპულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
„თუ ჩვენ ვერ ვიპოვით დიასახლის ქვეყანას, ეს დიდი პრობლემა იქნება. ამაზე ბევრია დამოკიდიებული. არსებობს სერიოზული შეშფოთება, თუ რა შეიძება მოჰყვეს ამ მექანიზმის საკუთარ ქვეყანაში განთავსებას“, - აცხადებს წყარო
როგორც სააგენტო დასძენს, ევროპის მიერ შექმნილმა მექანიზმმა უნდა იმუშაოს ფინანსურ ანგარიშებზე ირანთან და უნდა ითანამშრომლოს მის ბანკებთან. პოტენციური ქვეყნები კი შიშობენ, რომ მათი ქვეყანაც აღმოჩნდება ამერიკული სანქციების ქვეშ.
დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ უკვე თქვეს უარი და მექანიზმის სათაო ოფისის განთავსება ავსტრიას შესთავაზეს, რომელმაც თავის მხრივ, ასევე უარი თქვა. ამ დროისთვის ევროკავშირში განიხილავენ ლუქსემბურგს და ბელგიას, თუმცა ეს ქვეყნები ამ მექანიზმს სკეპტიკურად უყურებენ - აცახდებს წყარო.
კოკა კვირკველია