საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტი კი არ გაზრდილა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა.
ნადირაძე ირწმუნება, რომ ინფორმაცია, თითქოს ბიუჯეტი გაიზარდა, სიცრუეა.
„ქართული ოცნების“ ცრუპენტელობას და ტყუილებს საზღვარი არ აქვს. იმის ნაცვლად, რომ წაგებული პირველი ტურის მერე მაინც ესწავლათ ჭკუა და ადეკვატური ბიუჯეტი შემოეტანათ. მაშინ როდესაც ლარი კატასტროფულად არის გაუფასურებული და მსყიდველობითი უნარი აქვს დაკარგული, დედაქალაქში პრობლემები დღითიდღე უფრო მწვავეა, თბილისის მერიამ მოქმედ 916 მილიონიან ბიუჯეტთან შედარებით, 45 მილიონი ლარით ნაკლები ბიუჯეტი შემოიტანა. იტყუებიან, თითქოს ბიუჯეტი გაიზარდა. ბიუჯეტის კლებაა თითქმის ყველა მიმართულებით, მაშინ როდესაც ისინი ზდიან ბიუროკრატიას, საკუთარ ხელფასებს, შრომის ანაზღაურებას და ა.შ", - განაცხადა ნადირაძემ.
შეგახსენებთ, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, გუშინ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი შევიდა, რომელიც 10 მილიონითაა გაზრდილი.