თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში წარმომადგენლობითი ხარჯები არ გაზრდილა.
მისი განმარტებით, გაზრდილია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება და არა წარმომადგენლობითი ხარჯი.
„გაზრდილია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება, ვინაიდან 2019 წლიდან დგება MAN-ის ავტობუსების შესყიდვის მიზნით აღებული სესხის ძირი თანხის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, სწორედ ამისთვის არის გათვალისწინებული 2019 წლის ბიუჯეტში“, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა.