საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი იყიდა.
შესყიდვა სებ-მა 2018 წლის 16 ნოემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე განახორციელა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6735 შეადგინა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სებ-მა სავალუტო ინტერვენცია მეორედ განახორციელა. 2018 წლის 9 ნოემბერიდან დღეის ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან სულ 20 მილიონი დოლარი ამოიღო.