მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში განსაკუთრებულად ბევრი მილიარდერი ცხოვრობს.
Forbes-ის ინფორმაციით, მსოფლიოში 2,208 მილიარდერია. საქართველოს კი მხოლოდ ერთი მილიარდერი ჰყავს.
„ბიზნესინსაიდერი“ წარმოგიდგენთ UBS- ისა და PwC-ის მიერ შედგენილ 10 ქვეყნის რეიტინგს, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს.
ამერიკის შეერთებული შტატები
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018 წელს წინა წელთან შედარებით მილიარდერთა 4 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველაზე ბევრი მილიარდერი სწორედ ამერიკაში ცხოვრობს. ამერიკაში 585 მილიარდერია. გარდა ამისა, Forbes-ის ინფორმაციით, 13 ამერიკელი მილიარდერი მსოფლიოს ყველაზე მდიდრების ოცეულშიცაა შესული. ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯეფ ბეზოსია.
ჩინეთი
UBS და PwC-ის მონაცემებით, ჩინეთში ახლა 373 მილიარდერი ცხოვრობს. ქვეყანაში წინა წელთან შედარებით მილიარდერთა რიცხვი 5% -ით გაიზარდა. რაც შეეხება ქვეყნის ყველაზე მდიდარ ადამიანს, ის იანგ ჰუიანია.
გერმანია
2018 წელს გერმანიაში 123 მილიარდერი ადამიანი ცხოვრობს. გასულ წელთან შედარებით ქვეყანაში მილიარდერთა რაოდენობა 5% -ით გაიზარდა, ხოლო ყველაზე მდიდარი ადამიანი ქვეყანაში ბეატე ჰაისტერია.
ინდოეთი
ინდოეთს 119 მილიარდერი ჰყავს, გასულ წელთან შედარებით მილიარდერთა ზრდის კუთხით ქვეყანაში 19% -იანი ზრდა დაფიქსირდა. მუკეშ ამბანი კი ქვეყანაში ყველაზე მდიდარი მილიარდერია.
რუსეთი
ინდოეთის შემდეგ ყველაზე ბევრი მილიარდერი რუსეთში ცხოვრობს. რუსეთში წინა წელთან შედარებით მილიარდერთა რაოდენობა 5% -ით გაიზარდა და 101 გახდა. მათ შორის უმდიდრესი ლეონიდ მიხელსონია.
ჰონკ-კონგი
2018 წელს ჰონკ-კონგში მილიარდერთა რაოდენობა 3% -ით შემცირდა და 67-მდე ჩამოვიდა. ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი კი ლი კა შინგია.
გაერთიანებული სამეფო
ბოლო მონაცემებით გაერთიანებულ სამეფოში 54 მილიარდერი ცხოვრობს, წინა წელთან შედარები კი ქვეყანაში მილიარდერთა რიცხვი 2% -ით შემცირდა. სამეფოში მცხოვრები მილიარდერებიდან უმდიდრესი ადამიანები წარმოშობით ინდოელი ძმები შრი და გოპი ჰინჯუები არიან.
კანადა
ერთი წლის განმავლობაში კანადაში მცხოვრები მილიარდერთა რიცხვი 28% -ით გაიზარდა. ამჟამად ქვეყანაში 46 მილიარდერი ცხოვრობს. უმდიდრესი ადამიანი კი დავით თომსონია.
სამხრეთ კორეა
UBS და PwC- ის რეიტინგის თანახმად, სამხრეთ კორეაში 44 მილიარდერი ცხოვრობს. წინა წელთან შედარებით კი მილიარდერთა რიცხვის 16% -იანი ზრდა დაფიქსირდა. ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი ლი კუნ ჰიია.
ავსტრალია
რეიტინგის მიხედვით ავსტრალიაში 43 მილიარდერი ცხოვრობს. წინა წელთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი 26% -ით გაიზარდა. ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი კი ჯინა რაინჰარტია.
ლიკა ამირაშვილი