პარიზის ცენტრი მთლიანად საფეხმავლო გახდება. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიიღეს.
პარიზის მერმა ან იდალგომ განაცხადა, რომ იგი ქალაქის ოთხ ცენტრალურ უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Local-ი წერს.
ახლა პარიზის ცენტრში მანქანით მგზავრობა აკრძალულია მხოლოდ თვეში ერთხელ - კვირა დღეს. თუმცა, ქალაქის მერის განცხადებით, ეს საკმარისი არ არის, რადგან ჰაერში ძალიან დაბინძურებულია - აღნიშნულია სტატიაში.
ქალაქის ცენტრში ავტომანქანების მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით პარიზის მერიას რიგითმა მოქალაქეებმა მიმართეს. გამოცემის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ოთხივე რაიონის წარმომადგენლობაში განიხილავენ.
პარიზი საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. აქედან გამომდინარე, ქალაქის ხელისუფლება პრობლემის აღმოსაფხვრელად რეგულარულად ატარებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს. პარიზის მერიამ 2015 წელს განაცხადა, რომ ის 10,000 ევროს გადასცემს მათ, ვინც ელექტრო მანქანებზე გადაჯდება, ხოლო ერთი წლის შემდეგ ხელისუფლებამ აკრძალა ის მანქანები, რომლებიც 1997 წლამდე იყო გამოშვებლი.