საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იმერეთის რეგიონის მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები და ინიციატივები მოისმინა. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ბუნებრივია, მუნიციპალიტეტს მოსახლეობის პრობლემები, მოსახლეობის თხოვნები მოაქვს ჩვენთან და ჩვენც შესაბამისად, 2019 წლის ბიუჯეტს მოსახლეობის საჭიროებებზე დაყრდნობით ვგეგმავთ. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ უშალოდ ადგილზე უკეთესად გავიცნოთ მათი პრობლემები და უკეთესად დავგეგმოთ ჩვენი სამუშაოები და ჩვენი ბიუჯეტი“,- აღნიშნა ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერი მოსახლეობას შეხვდა ზესტაფონის სოფელ სანახშირეში, წყალტუბოში და ხონში. მუნიციპალიტეტებისა და სოფლების მაცხოვრებლებმა ყურადღება პირველ რიგში გადასაჭრელ ინფრასტრუქტურლი საჭიროებებზე გაამახვილეს.
თავის მხრივ, ვიცე-პრემიერმა მოსახლეობას ინფორმაცია რეგიონში და კონკრეტულად მათ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა. მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემობას, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობა აქტიურად თანამშრომლობდეს ადგლობრივი ხელისუფლების წარომადგენლებთან, რათა ამა თუ იმ მხარისათვის პრიორიტეტული თემები და მიმართულებები ადგილზე განისაზღვროს.
მაია ცქიტიშვილი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმსაც ესტუმრა და გალაკტიონის დაბადების დღე იქ შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა. მინისტრმა ვანის მოსახლეობას მიულოცა გალაკტიონის დაბადებიდან 127-ე წლისთავი და აღნიშნა, რომ ქვეყნის ყველა თაობა გალაკტიონის პოეზიაზე გაიზარდა და აზრდება. მისივე თქმით, გალაკტიონის პოეზიის თავისებურება და გამორჩეულობა განსაზღვრა იმ ულამაზესმა მხარემაც და იმ ადგილმაც, სადაც ის დაიბადა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2019 წელს ზესტაფონის მუნიციპალტეტის სოფელ საზანოში აშენდება 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, სოფელ არგვეთში კი დასრულდება 112 მოსწავლითვის განკუთვნილი საჯარო სკოლის მშენებლობა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ შორაპნის, ცხრაწყაროს, ქვედა საზანოსა მეორე სვირის საჯარო სკოლებს. 16 სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაცია განხორციელდება 2020 წელს, სოფელ ზოვრეთში კი დასრულდება ახალი ამბულატორიის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ზესტაფონის ქუჩებში დაზიანებულ გზებს, რებილიტირდება არაერთი სოფლის გზა.
რაც შეეხება წყალტუბოს მუნიციპალტეტს, აშენდება 135 მოსწავლეზე გათვლილი წყალტუბოს საჯარო სკოლა და 203 მოსწავლეზე გათვლილი სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლა. სკოლების მშენებლობა გაახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. ჯამში, ორივე სკოლის მშენებლობა დაფინანსდება 8 მილიონ 500 ათასი ლარით. 2020 წელს გარემონტდება 8 სოფლის ამბულატორია, ხოლო 2019 წელს დასრულდება კიდევ 3 სოფლის ამბულატორიის რემონტი. 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების შიდა დაზიანებულ გზებს, მოეწყობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ღვარსადენ არხებს. ამავე წელს ქალაქ წყალტუბოში საკანალიზაციო ქსელისა და სასმელი წყლის ქსელების მოწყობა-რეაბილიტაციის შდეგად, 1000 ოჯახს მოუწესრიგდება წყლის მიწოდება. დასრულდება ქალაქ წყალტუბოში საწურბლიის მღვიმის გზის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული შადრევანს კი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ხონის მუნიციპალიტეტში აშნდება 75 ბენეფიციარზე გათვლილი საბავშვო ბაღი, გარემონტდება 17 სოფლის ამბულატორია, მუნიციპალიტეტის არსებული გარე განათება შეიცვლება ე.წ. ლედ-განათებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხონის ისტორიულ ბულვარს; გორდისა და კინჩხის ადმინისტრაციულ ერთეულებში დამატებითი ლოკაციების ტურისტული ადგილების გასაჩენად, დაცული ტერიტორიების სააგენტოთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები; მოეწყობა სოფელ კიჩხას და სოფელი გორდას სასმელი წყლის სისტემა; 2019 წელს დასრულდება შიდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია; დაიწყება მდინარე ღარჩელის შესართავთან, სოფელ მათხოჯსა და მდინარე ცხენისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები.
მაია ცქიტიშვილის თქმით, სკოლების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტებს რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოეყოფათ თანხები (ზესტაფონი - 200,000 ლარი, წყალტუბი - 460,000 ლარი, ხონი - 410,000 ლარი) მათ მიერვე განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით განსაკარგად.