სარფის საბაჟოზე მოძრაობა შეფერხებულია

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა შეფერხებულია, - ამის შესახებ მოქალაქეებმა "ინტრპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს.

როგორც მოქალაქე მარიამ გამახარდია ამბობს, ქართულ მხარეს საპასპორტო კონტროლი გაიარეს, თუმცა თურქეთის მხარეს შეფერხება დახვდათ. მისი ინფორმაციით, საბაჟოზე რიგებია და მოქალაქეებს არ ატარებენ, მიზეზს კი არ ასახელებენ.

"დილით მივედით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. გავიარეთ საპასპორტო კონტროლი ქართულ მხარეს. თურქმა მებაჟეებმა არ გაგვატარეს, მიზეზი არ გვითხრეს. რიგში ათობით ადამიანია. თურქი მებაჟეების დამოკიდებულებაც არ მოგვეწონა, ცინიკური პასუხები ჰქონდათ. უკან დავბრუნდით, რადგან საზღვარი ვერ გადავკვეთე თურქეთის მიმართულებით",- აცხადებს მარიამ გამახარდია.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო- გამშვებ პუნქტზე თურქეთის მხარეს ტექნიკური ხარვეზი ორი დღეა ფიქსირდება. ამ დროისთვის კი საპასპორტო კონტროლი თურქეთის მხარეს საერთო შეწყვეტილია. ხარვეზი თურქეთის მხარეს სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.