ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Huawei Technologies-ი 2020 წლისთვის სმარტფონების გლობალურ ბაზარზე ლიდერის პოზიციის დაკავებას გეგავს და აპირებს, რომ იმ დროისთვის რეალიზაციის მხრივ სამხრეთ კორეულ Samsung-ს გადაუსწროს.
ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ისთან ინტერვიუში Huawei-ის ერთ-ერთმა აღმასრულებელმა რიჩარდ იუმ განაცხადა.
„მომავალ წელს ჩვენ ძალიან ახლოს ვიქნებით პირველ ადგილთან და შესაძლოა, გავუთანაბრდეთ კიდეც გაყიდვების მიხედვით Samsung-ს, ხოლო 2020 წლისთვის დიდი ალბათობით გვექნება შანსი გავხდეთ მსოფლიოში ნომერ პირველი კომპანია“, - განაცხადა მან.
როგორც ტელეკომპანია CNBC აღნიშანვს, მიმდინარე წლის მეორე ფინანსურ კვარტალში Huawei-იმ გაყიდვების მიხედვით აჯობა მეორეადგილსოან Apple-ს და სმარტფონების გაყიდვების კუთხით გახდა ნომერ მეორე კომპანია. ანალიტიკური კომპანია Canalys-ის ინფორმაციით, Huawei-მ მეორე კვარტალში 54 მილიონი სმარტფონი გაყიდა, რაც 41%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე.
2017 წელს Huawei-იმ 151,3 მილიონი სმარტფონი გაყიდა, Samsung-მა 317,3 მილიონი, ხოლო Apple-მა 215,8 მილიონი.
კოკა კვირკველია