სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება იზრდება.დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკით, 2018 წლის სამ კვარტალში კომპანიებმა 34,66 მლნლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს თითქმის 21,51 მლნ ლარით მეტის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, კომპანიების წმინდა მოგებამ 13,15 მლნ ლარი შეადგინა.
2018 წლის მე-3 კვარტლის ბოლოსთვის მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 417,19 მლნ ლარი, 71.47 მლნ ლარით მეტი, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ასევე მკვეთრი ზრდაა აქტივებშიც. სექტორის აქტივების მოცულობა 712.33 მლნ ლარია, ნაცვლად წინა საანგარიშო პერიოდში არსებული 597.10 მილიონისა.
ბაზარზე ამ დროისათვის 17 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
Top-5 კომპანია მოზიდული პრემიის მოცულობით:
1. ჯიპიაი ჰოლდინგი - 87.92 მლნ ლარი
2. ალდაგი - 62.15 მლნ ლარი
3. იმედი L - 51.31 მლნ ლარი
4. თიბისი დაზღვევა - 44.59 მლნ ლარი
5. უნისონი - 33.08 მლნ ლარი