საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეს შეეძლება შეამოწმოს, შეეხება თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა.
როგორც მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს ვებ-გვერდი მზად 3 დეკემბერს იქნება.
„მოხდება ამ ბაზების შეჯერება, ერთიანი დიდი ბაზა გაკეთდება სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციიდან. 3 დეკემბრიდან უკვე იქნება ვებ-გვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია შევიდეს, შეიყვანოს თავისი მონაცემი და ნახოს, შეეხო თუ არა. პირადი მონაცემები დაცული იქნება. ჩამოწერა და ტრანზაქცია განხორციელდება 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.