სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის მე-3 კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.4 %-ით შემცირდა და 923.0 ათასი სული შეადგინა.
აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 454.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.9 %-ით ჩამორჩება.
ამავე მონაცემების მიხედვით, ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.0%-ით გაიზარდა და 980.9 ათას სულს მიაღწია.
ღორების რაოდენობა 237.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ფრინველის რაოდენობამ 9.6 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებას, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის მე-3 კვარტალში რძის წარმოებამ 162.1 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.1%-ით მეტია.
ხორცის წარმოებამ 14.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელზე 2.1 %-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 148.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა
წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.2 %-ით აღემატება.